ლეგენდარული ფრანგი მსახიობის ბრიჯიტ ბარდოს განსახიერება ბევრს ხვდა წილად.
თავის დროზე სუპერმოდელმა ელ მაკფერსონმა მოირგო ბრიჯიტ ბარდოს როლი. ამას გარდა, ცნობილმა მოდელმა ჟიზელ ბუნდჰემმა "Elle"-ის გარეკანისთვის იპოზიორა. ლინდსი ლოჰანი კი, "Entertainment Weekly" გარეკანზე დაბეჭდეს.
ახალგაზრდა დაკოტა ფენინგმაც არ იუარა ბრიჯიტ ბარდოს როლის მორგება. ბრიტანელმა მოდელმა კარა დელვინმა, ერთ-ერთი მოდური ბრენდის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. კარმენ ელექტრამ კი, "Shon Magazine"-ისთვის სიცოცხლით სავსე ბრიჯიტ ბარდო განასახიერა.