ცოტა ხნის წინ "ბონჰამის" აუქციონზე ჩარლი ჩაპლინის ქუდი და ბამბუკის ხელჯოხი 62,500 დოლარად გაიყიდა.
ხელჯოხზე მსახიობისა და მისი ერთ-ერთი პერსონაჟის ინიციალები და თარიღი წერია – „CCLT 36” ანუ “Charlie Chaplin Little Tramp”. „პატარა ლოთის“ როლი ჩაპლინის გმირებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო.
ორივე ნივთი ჩაპლინის შემოქმდებაში ძალიან სახასიათო და მნიშვნელოვანია. სწორედ ქუდი და ხელჯოხი გახდნენ მთავარი სიმბოლოები ფილმებისა „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ და „თანამედროვე“. ამ უკანასკნელში კი, ჩაპლინმა არა მხოლოდ მნიშნელოვანი როლი შეასრულა, არამედ ის იყო ფილმის რეჟისორი, პროდუსერი, სცენარისტი და კომპოზიტორი.
ორი წლის წინ აუქციონზე „ჰოლივუდის ლეგენდები“ ჩაპლინის ერთ-ერთი ქუდი 58 ათას დოლარად, ბამბუკის ჯოხი კი 42 ათასად უცნობმა პირმა იყიდა.
ამჟამად გაურკვეველია, მსოფლიოში, ჩაპლინის სულ რამდენი ქუდი და ხელჯოხი არსებობს.