რუსთავში „იმპექსის“ ქსელის აფთიაქში ქურდობა მოხდა. როგორც „იმპექსის“ აფთიაქების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა ლეჟავა აცხადებს, ქურდობის ფაქტი აფთიაქში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.
„რამდენიმე ქალბატონმა აფთიაქიდან სხვადასხვა დასახელების ჰიგიენური საშუალებები მოიპარა. ამჟამად მიმდინარეობს დათვლა, თუ რა თანხის პროდუქციაა წაღებული. წინასწარი ინფორმაციით, 1000 ლარამდე ღირებულების ჰიგიენური საშუალებები და კრემებია მოპარული,“ _ განაცხადა ლელა ლეჟავამ.
თავის მხრივ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე მუხლით აღიძრა.