სირიაში ომის შედეგად უძველეს ქალაქ ალეპოს ერთი მესამედი განადგურდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTON POST იუნესკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იუმესკოს ელჩები, ალეპოში, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, მსოფლიო კულტურული ძეგლების ზარალის შეფასების მიზნით იმყოფებოდნენ.
"უძველეს ქალაქ ალეპოს 60 % დაზიანებულია,ხოლო 30% განადგურებული",_ამბობენ იუნესკოში.
მაუწყებლის ინფორმაციით, იუნესკოს ელჩები ალეპოს საბჭოს წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და შესთავაზეს, რომ ალეპო საგანგებო ზონად გამოცხადდეს.