ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.6624 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0139 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8457 ლარია. მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.8440 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0017 ლარი შეადგინა.