ოთარი ჭეიშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სოფელ გურიანთაში ანძიდან გადმოვარდა. ის ელექტრო-მონტიორია.
ენერგო-პროჯორჯიას ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერი გია ნაკაიძე “გურია ნიუსთან” ამ ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს:
ოთარი ჭეიშვილი ჩვენი თანამშრომელია, ის სამუშაო პროცესში ჩამოვარდა ანძიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
ახალი სამედიცინო ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე: პაციენტი მოიყვანეს ნეკნების მრავალი მოტეხილობით, ამჟამად მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დამაკმაყოფილებელია.