ლაგოდეხში პოლიციელმა ცეცხლასასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ქალაქის ცენტრში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. რესტორნის მეპატრონის თქმით, რესტორანში ნათლობას აღნიშნავდნენ, სადაც მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც მოგვიანებით შენობის გარეთ გაგრძელდა.
მამაკაცს პოლიციელმა ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის საავადმყოფოში მკურნალობს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელი ლაშა წიქარიშვილი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს. მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს. თუმცა, უწყებას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის ერთ-ერთ მიზეზი დაზარაალებულის მხრიდან პოლიციელის მეუღლისთვის გაგზავნილი სატელეფონო მესიჯები გახდა.
წყარო: რუსთავი 2