პოპულარული საახალწლო ფილმის „მარტო სახლში“ ვარსკვლავი, მაკალეი კალკინი, ნარკოტიკების მიმართ მძიმე დამოკიდებულებით არის ცნობილი.
უკვე მიღებული დიდი რაოდენობით ჰეროინის შემდეგ, მსახიობმა, ასევე, დიდი დოზით საძილე აბები დალია და რეალურ სამყაროს გამოეთიშა. სასწრაფო დახმარება დროულად მივიდა და კალკინის ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმები იძულებულები გახდნენ მისთვის ხელოვნური სუნთქვაც ჩაეტარებინათ.
მაკოლეი კალკინი, უკვე დიდი ხანია, ნარკოტიკებზეა დამოკიდებული. მსახიობი ამჯერად გადარჩა, თუმცა, ექიმების პროგნოზის მიხედვით, სასწრაფოდ უნდა იმკურნალოს. სხვა შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალია.
კალკინი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დახმარებას საჭიროებს, მაგრამ ის თავისი ნებით არ მკურნალობს.