კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა პოპულარულობით, თავის კოლეგას ლედი გაგას და აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გაუსწრო. ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ასეთი რეიტინგი შედგა.
წარმოშობით კანადელ მომღერალს უფრო მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, ვიდრე ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ქეთი პერი, რიანა და ბრიტნი სპირსი.
ამ კვირის მაჩვენებლებით ჯასტინ ბიბერის მიკრობლოგს 33 მილიონ 333 ათასი ინტერნეტ-მომხმარებელი ადევნებდა თვალს. იმაზე ცოტათი მეტი ადამიანი, ვიდრე მომღერლის სამშობლოში, კანადაში ცხოვრობს.
ამ დროისათვის ლედი გაგას 33 მილიონ 329 ათასი „ფოლოვერი“ ჰყავდა. „ტვიტერის“ პოპულარულობის რეიტინგში მესამე ადგილი ქეთი პერიმ დაიკავა მას კი, ბარბადოსელი რიანაც მოჰყვა. მხოლოდ მეხუთე ადგილზეა ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.