საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროექტმა საკონსტიტუციო კომისიის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. საუბარია ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივაზე, რრომლის მიხედვითაც, კონსტიტუციის 18-ე და 42-ე მუხლებში, ნაცვლად სიტყვისა "დამცველი" დაფიქსირდეს ტერმინი – ა დ ვ ო კ ა ტ ი.
ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისაში აცხადებს, რომ "ეს ხელს შეუწყობს ხარისხიანი მართლმსაჯულების ადმინისტრირებას და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას დემოკრატიულ საზოგადოებაში".
"იმისათვის, რომ დღის წესრიგში აღარასოდეს დადგეს ადვოკატთა გაერთიანების დამოუკიდებლობის, ერთიანობის და თვითმმართველობის სტანდარტების რაიმენაირად გადახედვის საკითხი, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, აღნიშნული პრინციპების კონსტიტუციის დონეზე უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხიანი მართლმსაჯულების ადმინისტრირებას და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამდენად, ძირითადი კანონის დაგეგმილი გადასინჯვის ფარგლებში, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ტერმინ ,,ადვოკატის” დაფიქსირება კონსტიტუციის ტექსტში", _ აღნიშნავს ასათიანი.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ხვალ, 24 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება.
ამავე თემაზე: