ფრაქცია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე მანანა კობახიძეს წარადგენს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
"დღეს ბიუროს სხდომამდე ფრაქცია ’ქართული ოცნება” პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს მანანა კობახიძის კანდიდატურას. ვფიქრობ, ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე. ის ვალდებულია უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და მისი მოსამართლეობა არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და ძალიან მაღალი ალბათობით ეს გადაწყვეტილება მიიღებს უმრავლესობის მხარდაჭერას”, _ განაცხადა მდინარაძემ.