ჟურნალმა "Esquire" დედამიწის ყველაზე სექსუალურ ქალად მსახიობი პენელოპე კრუსი დაასახელა.
აღიარების თანმხლებ ინტერვიუში კრუსი ამბობს, რომ უფრო ნაკლებადაა დაინტერესებული დრამატული როლებით, ვიდრე ეს 20 წლის წინ იყო. მან ტრადიციულად არ ისურვა პირად ცხოვრებაზე საუბარი.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს მსახიობი საიდუმლოდ დაქორწინდა მსახიობ ჰავიერ ბარდემზე. კრუსი მის მეუღლესა და ერთობლივი შვილების თაობაზე საჯარო საუბარს დღემდე თავს არიდებს.