ვიქტორია ადამსს ძალიან გადატვირთული დღის გრაფიკი აქვს. ექს-მომღერალმა და ამჟამად, დიზაინერმა საკუთარი მაღაზია ლონდონში გახსნა, სადაც დიდ დროს ატარებს.
"ის, ყოველდღე 5-დან 10-საათამდე მაღაზიაში ატარებს. ემოციურად გადატვირთულია, მხოლოდ დილის 4 საათზე იძინებს", _ განაცხადა წყარომ.
"დევიდი ამბობს, რომ ის ძალიან ერთგულად ემსახურება საკუთარ საქმეს და სთხოვა ვიქტორიას, ცოტათი შეისვენოს", _ დასძინა წყარომ.
ამასთან, ის გაეროს კეთილი ნების ელჩია და ამიტომ, მისი ყოველი დღე საკმაოდ გადატვირთულია.
როგორც სჩანს, თავად ვიქტორიაც უკმაყოფილოა დატვირთული სამუშაო დღის გამო. ამბობენ, ვიკი ძალიან წუხს, რომ შვილებს ცოტა დროს უთმობს.
ბექჰემებთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ დევიდი ყველანაირად ცდილობს, შეუმსუბუქოს მეუღლეს შრომა და არ მოაკლოს შვილებს ყურადღება.