ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა ქვეყანაში ვითარებას დაძაბავს. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
სამინისტროს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ჯერ ამ საკითხზე არ საუბრობენ.
"რამდენადაც ვიცი ტრამპს ჯერ-ჯერობით ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, რაც ლოგიკურია, რადგან სამხედრო დანაყოფების გაყვანა ყველაფრის დაშლას გამოიწვევს",_ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით INTERFAX-ს ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა განუცხადა.