იტალიაში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენს თხილამურებით სრიალის დროს დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც ჩამოვარდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა გრან სასოს მთებში, იმ სასტუმროდან 100 კილომეტრის მოშორებით მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ზვავის ჩამოწოლის გამო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
მაშველებმა ზვავში მოყოლილი სასტუმროდან 3 ლეკვი გადაარჩინეს