"კარგია, რომ კაბელების საქმის ბრალდებულები საპატიმროს 2 თვეში დატოვებენ!" _ სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და სამ "ცუდ" ფაქტსაც ასახელებს:
" ცუდია: (1) სასამართლომ ნამუსი მოწმინდა პროკურატურას. ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენი და ფორმული პროცედურით თავიდან აიცილა ხანგრძლივი პატიმრობა;
(2) სასამართლომ კიდევ ერთხელ უარი თქვა კანონის დაცვაზე. 332-ე მუხლისთვის აუცილებელი, სავალდებულო პირობაა "თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად". ამ უმთავრესი პირობის დადასტურება ვერც ერთ ეტაპზე ვერ შეძლო სასამართლომ. მიუხედავად ამის, მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
(3) არადა, როგორ ჭირდება ჩვენს სასამართლოს მცირედი გამბედაობა, რომ თავი დაიმკვიდროს, წელში გაიმართოს, ფუნქცია შეასრულოს.
სამწუხაროა. ძალიან სამწუხარო", _ წერს ხიდაშელი.