გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 26 იანვრიდან 30 იანვრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.
"26 იანვარს, დღის ბოლოდან 30 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ხაზებზე შემოყინულობა. ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა", _ აღნიშნავენ სააგენტოში.