https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა იცვლება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში

11:01; 27.01.2017
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებს.

ორგანიზაციის კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"2017 წლის 16 იანვარს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა შესყიდვების შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მოამზადა. 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებებს ორი ძირითადი მიზანი აქვს: 1. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; და 2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში დავების განხილვის წესის გაუმჯობესება/დახვეწა. კანონპროექტში შემავალი ცვლილებების უმეტესობა დადებითია, თუმცა არის რისკის შემცველი შემოთავაზებებიც.

რა იცვლება კანონში?


კანონპროექტი გულისხმობს ორ ძირითად ცვლილებას:

1. გაუქმდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურა და დარჩება მხოლოდ ელექტრონული ტენდერი, რომლის ვადები გაიზრდება და დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე (ფასზე);

2. შეიცვლება დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურა – დავების განხილვის პროცესში დამკვიდრდება „დაინტერესებული მხარის“ ცნება. ასევე, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით: 1. ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შესყიდვების შესახებ კანონში შევა თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპი; 2. შემსყიდველს მოეთხოვება შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და შესრულების სპეციფიკაციების დაკონკრეტება; და 3. სატენდერო პირობების ცვლილების შემთხვევაში ხელახლა დაიწყება სატენდერო განცხადების გაცნობის ვადის ათვლა.


ასოცირების შესახებ შეთანხმება და საქართველოს ვალდებულებები


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. მისი შესრულებით (141-149 მუხლები და დანართი XVI), სხვა მრავალ ცვლილებასთან ერთად, მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის შესყიდვების კანონმდებლობასთან.

შეთანხმების შესრულების პროცესი დაყოფილია 8 წელიწადზე გაწერილ 5 ფაზად. კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა ცვლილება, გარდა დავების საბჭოში გასაჩივრების პროცედურების შესახებ ცვლილებებისა, მიჰყვება პირველი ფაზით (პირველი 3 წელი) გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

პირველ ფაზაში ასევე შედის ორი ცვლილება, რომელიც ამ კანონპროექტში არ მოხვდა:

– დაინერგება პროცედურა ე.წ. „პრეკვალიფიკაციით“, რაც გულისხმობს, რომ შემსყიდველს ექნება შესაძლებლობა წინადადების წარსადგენად მოიწვიოს პრეტენდენტების შეზღუდული რაოდენობა;


– დაინერგება ფასი-ხარისხის თანაფარდობის საფუძველზე ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელი შემოთავაზების არჩევის წესი.

კანონპროექტის დადებითი მხარეები

დადებითი ცვლილებაა შესყიდვების კანონში თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპების ჩაწერა, ისევე როგორც მოთხოვნის დაწესება შემსყიდველისთვის დააკონკრეტოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და შესრულების სპეციფიკაციები.

ეს ცვლილებები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და პირდაპირაა გათვალისწინებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებში.

გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გაუქმება ცალსახად დადებითი ცვლილებაა. ამ პროცედურის პრობლემა ისაა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია მაღალი ღირებულების (200,000 ლარამდე) ტენდერებზე ისე, რომ პოტენციურ მიმწოდებელს ეძლევა მინიმალური დრო (3 სამუშაო დღე) სატენდერო განცხადების გასაცნობად და წინადადების წარსადგენად. ეს ვადა არაგონივრულად მოკლეა და ვერცერთ საერთაშორისო, მათ შორის, ვერც ევროკავშირის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

პრობლემას ამძიმებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ტენდერების უმეტესობა (70%-ზე მეტი) სწორედ გამარტივებული ელექტრონული პროცედურით ტარდება (იხ. სურათი #1). შედეგად, ხშირია ჩავარდნილი ტენდერების რაოდენობა; მაგალითად, 2015 წელს გამოცხადებული ტენდერების 31% არ შედგა, შეწყდა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა.  

სურათი #1: ტენდერების რაოდენობა პროცედურის მიხედვით

წყარო: „სახელმწიფოშესყიდვებისსააგენტო2015 წლისსაქმიანობისანგარიში“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,  თბილისი 2016, გვ.10

ცვლილებების შედეგად, სატენდერო განცხადების გაცნობის მინიმალური ვადა გახდება 7 დღე და გაიზრდება ტენდერის ღირებულებასთან ერთად. დადებითი ცვლილებაა ისიც, რომ სატენდერო განცხადებაში ცვლილების შეტანისას ხელახლა დაიწყება სატენდერო განცხადების გაცნობის ვადის ათვლა. კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანახმად:

„[კანონის] დღეს მოქმედი რედაქციით, შემსყიდველ ორგანიზაციას ეძლევა საშუალება, ტენდერში წინადადების მიღების დაწყებამდე 1 წუთით ადრე შეცვალოს პირობები, რაც უარყოფითი შედეგის მომტანია პრეტენდენტებისთვის … და ასევე აჩენს კორუფციულ რისკებს, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია განზრახ ერთ პრეტენდენტზე მორგებულად შეცვლის სატენდერო პირობებს.“


დაგეგმილი ცვლილებების შესაძლო რისკები

სატენდერო განცხადებაში ცვლილების შეტანისას დოკუმენტაციის გაცნობის ვადის ხელახლა დაწყებამ, დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგიც შეიძლება მოიტანოს. კერძოდ, ცვლილებების განხორციელებიდან დროის ხელახალი ათვლა არაკეთილსინდისიერმა შემსყიდველმა შეიძლება გამოიყენოს გადაუდებელი აუცილებლობის ხელოვნურად შესაქმნელად, რის შემდეგაც, მას შეეძლება პირდაპირი წესით დადოს ხელშეკრულება სასურველ მიმწოდებელთან.

კანონპროექტში შემავალ ცვლილებებს შორის, პოტენციურად, რისკის შემცველია ასევე გასაჩივრების წესის ცვლილება, რადგან ის სათანადო დასაბუთების გარეშე აუარესებს საქართველოს შესყიდვების სისტემაში მოქმედ მაღალ სტანდარტს.

არსებული წესის მიხედვით, სისტემაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე უფასოდ შეუძლია საჩივრის შეტანა. არსებული წესი ნარჩუნდება სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის გასაჩივრების შემთხვევაში.

ცვლილება ეხება შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას, რის უფლებაც ექნება მხოლოდ „დაინტერესებულ მხარეს“ – ტენდერის უშუალო მონაწილეებს, იმ შემთხვევაში, თუ შეილახება მისი უფლებები და თუ იგი გადაიხდის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს (არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარი). საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს თანხა მომჩივანს უბრუნდება.

კანონპროექტი ცვლილების საჭიროებას შემდეგი არგუმენტებით ხსნის:

არგუმენტი 1. – კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეს არსებული გასაჩივრების წესი „გაუმართლებლად ამკვიდრებს იმაზე მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს დადგენილია შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით“.

შეფასება: კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არ ხსნის, თუ რატომ არის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება გაუმართლებელი. ევროკავშირის დირექტივები არ ითხოვს მათზე მაღალი სტანდარტების დაწევას.

არგუმენტი 2. – განმარტებითი ბარათის მიხედვით,: „აღნიშნული მიდგომა [გასაჩივრების არსებული წესი], ხშირ შემთხვევაში, იწვევს შესყიდვების პროცედურების გაჭიანურებას და გაუმართლებლად ზრდის დავების რაოდენობას, ვინაიდან საჩივრის ავტორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის იურიდიულ ინტერესს, თუმცა დავის განმხილველ ორგანოს არ აქვს უფლება, უარი უთხრას მათ საჩივრის მიღებაზე.“

შეფასება: სამწუხაროდ, კანონპროექტს არ მოჰყავს მონაცემები იმის საჩვენებლად, თუ როგორ და რამდენად ფერხდება შესყიდვების პროცედურები გასაჩივრების არსებული პროცედურის გამო. ასევე არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არის დავების რაოდენობის ზრდა გაუმართლებელი, უარყოფითი მოვლენა.

მართალია, დავის განმხილველ ორგანოს არ აქვს უფლება, არ მიიღოს საჩივარი, თუმცა მას შეუძლია განხილვამდე შეამოწმოს იგი და მიანიჭოს დასაშვების ან დაუშვებლის სტატუსი. მაგალითისთვის, 2015 წელს დაუშვებლად იქნა მიჩნეული 188 საჩივარი (საჩივრების 18%) და ამ საჩივრების შემთხვევაში შესყიდვის პროცედურა არ გაჩერებულა.

არგუმენტი 3. – განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ არსებული წესი „ხელს უწყობს დაუსაბუთებელი საჩივრების წარდგენას, რაც უსაფუძვლოდ იწვევს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გაჭიანურებას“.

შეფასება: მოსაზრების გასამყარებლად მოყვანილია სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე დავების განხილვის საბჭოში არადაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი იქნა 283 საჩივარი (საჩივრების რაოდენობის 21%). თუმცა, ბარათში არაა მოყვანილი ის სტატისტიკა, რომელიც გვეტყოდა ამ 283 საჩივრიდან რამდენი დაკმაყოფილდა და რამდენი დასრულდა უარყოფითი შედეგით მომჩივანისთვის. შესაბამისად, მხოლოდ ამ სტატისტიკის საფუძველზე, რთულია იმის მტკიცება, რომ საჩივრები დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან არადაინტერესებულმა პირმაც შეიძლება აღმოაჩინოს სრულიად ლეგიტიმური ხარვეზი შემსყიდველის გადაწყვეტილებაში.

არგუმენტი 4. – განმარტებითი ბარათის მიხედვით, „შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების /ქმედებების მიღება არ უკავშირდება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებს და ეხება მხოლოდ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს.“

შეფასება: ის პრინციპი, რომელსაც ეს არგუმენტი ემყარება არის მცდარი, რადგან სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში საქმე ეხება საბიუჯეტო და, შესაბამისად, საჯარო სახსრების ხარჯვას, რაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და გადასახადის გადამხდელ სუბიექტს ავტომატურად აქცევს დაინტერესებულ პირად.


ზოგადი შეფასება

განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტები მიანიშნებს იმაზე, რომ არსებული მდგომარეობით ხდება გასაჩივრების მაღალი სტანდარტის ბოროტად გამოყენება. თუმცა, ბარათში არ არის მოცემული კონკრეტული მონაცემები, რაც ამ გარემოებას დაამტკიცებდა.

საჩივრების ძირითადი ნაწილი (82%) სწორედ ტენდერის შერჩევა/შეფასების ეტაპზე ფიქსირდება (იხ. სურათი #2). ამიტომ, შემოთავაზებული ცვლილების მთავარი შედეგი იქნება ის, რომ საგრძნობლად შემცირდება საჩივრების მთლიანი რაოდენობა, განურჩევლად მათი ავტორების კეთილსინდისიერებისა.

შესაბამისად, გასაჩივრების წესის ეს ცვლილება მხოლოდ ირიბად მოაგვარებს პროცედურის ბოროტად გამოყენების პრობლემას. მეტიც, მან შეიძლება მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.

სურათი #2: დავების საბჭოში წარმოდგენილი საჩივრების მოთხოვნები

რასაკვირველია, მისაღებია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პოზიცია იმასთან დაკავშრებით, რომ დავების რაოდენობის მუდმივი ზრდა ართულებს ყველა დავის ეფექტიანად განხილვას. თუმცა, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მხოლოდ ირიბად და მაღალი სტანდარტის დაწევის ხარჯზე პასუხობს ამ გამოწვევას. პრობლემის არსიდან გამომდინარე, უფრო ნაკლები რისკის შემცველი იქნებოდა დავების უფრო ეფექტიანი მართვის მექანიზმების დანერგვა.


დასკვნა

სახელმწიფო შესყიდვების კანონში შემოთავაზებული ცვლილებების უმეტესობა დადებითი და სასარგებლოა. ცვლილებები ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, გააუმჯობესებს შესყიდვების კანონმდებლობას და გააჯანსაღებს შესყიდვების პროცესს.

თუმცა, კანონპროექტი მაინც შეიცავს რისკებს. კერძოდ, გასაჩივრების წესში დაგეგმილი ცვლილებები შეიძლება საბოლოოდ უარყოფითად აისახოს დარღვევების აღმოჩენისა და გასაჩივრების პროცესზე. დაგეგმილი ცვლილებები ქმნის დამატებით ბარიერებს გასაჩივრებისთვის, რასაც შეიძლება მოჰყვეს საჩივრების რაოდენობის შემცირება სამართლიანი საჩივრების შემცირების ხარჯზე. ამიტომ, კანონპროექტის ავტორებმა უფრო დეტალურად უნდა დაასაბუთონ ამ ბარიერების შემოღების საჭიროება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო განხილვის დროს, შესაბამისმა კომიტეტებმა გაითვალისწინონ ზემოხსენებული რისკები, რათა კანონპროექტის შედეგები იყოს მაქსიმალურად დადებითი", _აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2 იანვარი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება

16:57; 31 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28 დეკემბერი, 2025

დეზინფორმაცია: ევროკავშირს მართავს ხალხი, რომელიც არავის აურჩევია

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის საქმის განხილვა განახლდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ღვიძელი” და “შობის ღამე” გურიაში

21:47; 3.01.2026
საზოგადოება

მარში მზიას თავისუფლებისთვის

21:02; 3.01.2026
მსოფლიო

ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

19:42; 3.01.2026
სამართალი

“სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”

17:58; 3.01.2026
მსოფლიო

რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

16:30; 3.01.2026
მსოფლიო

მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

16:18; 3.01.2026
ფინანსები

პაატა კუნჭულია: „მთავარია, რომ არის მშვიდობა“

15:54; 3.01.2026
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

15:54; 3.01.2026
სამართალი

საქართველოდან გააძევეს პირი, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარედ აკუსტიკური იარაღიდან ისროლა

12:21; 3.01.2026
საზოგადოება

საახალწლო სტატისტიკა

11:53; 3.01.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა- გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:58; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

9:43; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

9:34; 3.01.2026
ზაფრანი

როგორ გავატაროთ ახალი წლის 12 დღე

9:26; 3.01.2026
ზაფრანი

ამერიკული საახალწლო „ტრადიცია“

9:20; 3.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო