გურიაში გამთენიიდან ინტესნიურად თოვს. ამ დროისთვის, გურიის მუნიციოალიტეტებიდან ყველაზე დიდი თოვლის საფარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტშია.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით ინტენსიურად იწმინდება გზები. რამდენიმე სოფელში პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამ წუთებში დენი არ მიეწოდება სოფელ ლიხაურს, მაკვანეთს და ჭანიეთს.
_ ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლები, ჩვენს შესაბამის სამსახურებთან ერთად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. როგორც მეუბნებიან ლიხაურს, მაკვანეთსა და ჭანიეთს რამდენიმე საათში აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება, _ გვითხრა ჭანუყვაძემ.
დიდთოვლობას ამ ეტაპისთვის პრობლემები არ შეუქმნია ქალაქ ოზურგეთისთვის. ქალაქის მერიის ინფორმაციით ელექტროენერგია მიეწოდება ყველა უბანს, ასევე გაწმენდილი გზები.
გზები გაწმენდილია ლანჩხუთში და ჩოხატაურშიც, სადაც რამდენიმე საათიანი პრობლემა ჰქონდა მაღალმთაინ სოფლებს _ ზოტსა და ჩხაკაურას.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ზოტში, სადაც თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, გზა სრულად არის გაწმენდილი და ორხიდიანი ავტომობილებისთვის მოძრაობა დასაშვებია:
_ ამ წუთებში ტექნიკა მუშაობს ჩხაკაურაში და დაახლოებით ორ საათში გზა სრულად იქნება გაწმენდილი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ