ჩვენ გავესაუბრეთ ოზურგეთის უხუცესთა ანსამბლ “ელესას“ ხელმძღვანელს, რემიკო ვარშალომიძეს, რომლის თქმით, გუნდი “ელესა“, აქტიურად მონაწილეობს “არტ-გენში“. ბატონი რემიკო კმაყოფილი იყო იმდღევანდელი ღონისძიებით და მოხარული იქნება, თუ ეს ფესტივალი სისტემატურად ჩატარდება გურიაში.
ანსამბლ “გურიას“ ლოტბარი, ჯემალ ნაკაშიძე: _ ჩვენს გუნდს “არტ-გენში“ მონაწილეობა ჯერ არ მიუღია, ეს დებიუტია ჩვენთვის და ვისურვებ, რომ გურულებს ასეთი დღეები გვიმრავლოს უფალმა.
“არტ-გენის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბექა გაბუნიამ აღნიშნა, რომ გურულების მასპინძლობით აღფრთოვანებულია:
_ მოხიბლული ვარ გურულების სტუმართმოყვარეობით!.. აუცილებლად შევხვდებით მომავალ ფესტივალზე გურიაში. დიდი მადლობა გურულებს ასეთ კარგი დახვედრისთვის. წარმატებებს გისურვებთ, _ თქვა გაბუნიამ.