გურიაში გუშინს შემდეგ თოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. თოვას გურიისთვის უჩვეულო ყინვაც დაემატა _ წუხელ ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იყო. ამ დროისთვის _0 გრადუსია.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილია დაყრილი, მოძრაობა მაინც რთულია. ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, ამ დროის მონაცემებით, ყინვის გამო 6 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა (ყველა შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა).
მიუხედავად სტიქიისა, გურიის ოთხივე მუნიცაპილიტეტში, როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა სასოფლო გზებზე მოძრაობა არ შეფერხებულა.
_ ამ წუთებში ტექნიკა მუშაობს სოფელ კონჭკათსა და გურიანთაში, სადაც რამდენიმე უბნის გზა იწმინდება. ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
გადაადგილებისა და ელექტროენერგიის პრობლემა არ შექმნილა ქალაქ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით სრულად არის გზა გაწმენდილი მაღალმთიან სოფლებშიც _ სურებში, ზოტში, ჩხაკაურასა და ქვაბღაში.
სინოპტიკოსების ცნობით უამონდობა გურიაში კიდევ სამ დღეს გაგრძელდება. მოსალონდელია ძლიერი ყინვაც.