10 ივლისიდან ოზურგეთის სოფლებში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს ჩამოვლა და ახსნა-განმარტების მიცემა ხალხისთვის, რომ შეუძლიათ ისარგებლონ ამ სიკეთით. როგორც მოსახლეობაში განმარტავენ, ზეწოლა ამ კუთხით, ჯერჯერობით, არ ყოფილა. მხოლოდ ნებაყოფლობით კეთდება სია იმ ოჯახებისა, ვისაც აქვს სურვილი, საჯარო რეესტრის ბაზაში დაარეგისტრიროს თავისი კუთვნილი ნაკვეთი.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ იქნება თუ არა წინასარეგისტრაციო სამუშაოს შესრულება უფასო, საჯარო რეესტრის სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ ნამდვილად უფასო იქნება ყველანაირი მომსახურება, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ მიწის ნაკვეთის ნახაზი შესაცვლელი არ არის. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრე მხოლოდ რეგისტრაციამდე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებას გადაიხდის.