მისი მოსვლის შემდეგ, გადაწყვიტეს, შეეძინათ საბეჭდი მანქანა, სადაც განახორციელებდნენ, გაზეთების, მაისურების, ლოგოტიპების და დროშების ბეჭდვას, რასაც ისინი უსასყიდლოდ განახორციელებდნენ. თუ ეს ასე არ არის, კოალიციამ მაინცდამაინც “ელიტა ბურჯში” რატომ მიიტანა გაზეთი დასაბეჭდად? რა, სხვა სტამბები არ არის?”, _ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში “ელიტა ბურჯის” სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი ამირანაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ წარმოდგენილი არცერთი დოკუმენტით არ დასტურდებოდა უსასყიდლო დაბეჭდვა და არც ამირანაშვილი უარყოფდა, რომ თანხა გადახდილია, “ელიტა ბურჯი” 3 მილიონ 337 459 ლარით და 70 თეთრით დააჯარიმეს.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ ბატონო გიორგი, ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება, თავად აირჩიოს სტამბა, კონტროლის პალატა დაინტერესებულა როდესმე იმით, რომელ სტამბაში ბეჭდავენ გაზეთებს “ნაციონალური მოძრაობა”, “ქრისტიან-დემოკრატები”, “ახალი მემარჯვენეები”? იქნებ, “ნაციონალური მოძრაობაც” ერთსა და იმავე სტამბაში ბეჭდავს?
_ აქ, ამაზე არ არის ახლა საუბარი, ჩვენ “ელიტა ბურჯზე” ვსაუბრობთ და ეს არაფერ შუაშია. ისევ გიმეორებთ, რატომ მაინცდამაინც “ელიტა ბურჯში” ამდენი სტამბაა, რატომ სხვა სტამბაში არ წაიღო?
_ იქნებ ფასი იყო დაბალი და ხარისხი უკეთესი, გამორიცხავთ ამ ვარიანტს?
_ რისთვის გჭირდებათ, ამ ყველაფერს რომ აკეთებთ?
_ ჟურნალისტი ვარ და მაინტერესებს, ამის გარდა კიდევ სხვა კითხვებიც გვაქვს, მაგრამ თქვენთან სასამართლოს შენობის გარდა, სხვაგან შეხვედრის საშუალება არ გვეძლევა.
ამ საუბარს მოგელაძის მოადგილესთან, სასამართლოს შენობაში “ელიტა ბურჯის” ადვოკატი სანდრო ბარამიძე და მოსამართლე ნინო ყანჩაველის თანაშემწე ესწრებოდა. რადგან სასამართლოს შენობაში არც დიქტოფონის შეტანის უფლება გვაქვს და არც ჩაწერის, მითუმეტეს, აზრი არ აქვს მოსამართლესთან შუამდგომლობის დაყენებას ჩაწერის ნებართვაზე, გიორგი ამირანაშვილის პასუხებს “ბლოკნოტში” ვინიშნავდით.
როდესაც ამირანაშვილს მის მიერ შედგენილი ოქმი ვაჩვენეთ, სადაც საბეჭდი მანქანის შეძენის და ამ მანქანით უსასყიდლოდ მომსახურების (“ქართული ოცნებისთვის”) მხოლოდ წელია მითითებული, თვისა და თარიღის გარეშე, მისი პასუხი ასეთი იყო: საიდან გაქვთ თქვენ ეს დოკუმენტი? ვინც ეგ დოკუმენტი გადმოგცათ, თვე და რიცხვიც მასთან დაზუსტეთ.