ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, რომელიც ორი დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი და სადაც თოვლის საფარი 3 მეტრს აღემატება გზის გაწმენდითი სამშაოები უკვე დაიწყო:
_ ორი ტრაქტორი მუშაობს. ერთი ჩოხატაურიდან ზოტის მიმართულებით მიდის, მეორე კი სოფლიდან ჩოხატაურისკენ. ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე მოხდება გზის გაწმენდა. თუმცა, საკმაოდ დიდი თოვლია და ტექნიკას მუშაობა უჭირს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.