უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით გარდაცვლილია დედა-შვილი. შემთხვევა ინასარიძის 14 ნომერში მოხდა.
ცხედრები პოლიციამ აღმოაჩინა.
მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა რის შემდეგაც ისინი სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.
ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მეზობლების ინფორმაციით, დედა-შვილი გაიყინა, რისი მიზეზიც ელექტროენერგიის გათიშვა გახდა.
წყარო: ajaratv.ge