სოფელ შუასურებში მცხოვრები 28 წლის არჩილ შათირიშვილის ცხედარი, რომელიც სურების მთებში, მესაქონლეთა კარავში გაყინული იპოვეს სახლში წუხელ გადაასვენეს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, სოფელში, სადაც თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს ცენტრალური გზა უკვე გახსნილია:
_ ახლა მიმდინარეობს სამუშაოები დაღუპული ახალგაზრდის სახლთან მისასვლელი გზის გასაწმენდად. ცენტრიდან მის სახლამდე თითქმის ორი კილომეტრია, _ გვითხრა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ შათირიშვილს ახლობლები და სამაშველო სამსახური ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც გაირკვა, იგი შუა სურებიდან ვანის მუნიციპალიტეტში მთის გავლით გადავიდა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო _ მაშველებმა მთაში, მესაქონლეთა კარავში იპოვეს გაყინული:
_ კარავში მჯდომარე მდგომარეობაში ვიპოვეთ. როგორც ჩანს, ჩაეძინა და გაიყინა, _ გვითხრეს სმაშველებმა.