ისრაელში ტექნიონის უნივერსიტეტის აეროდინამიკული ლაბორატორიის სპეციალისტები მწერებისგან ბიორობოტებს ქმნიან, რომლებსაც სამხედრო ოპერაციებში გამოიყენებენ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ბიოროტები სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაში ახალი და პროგრესული ეტაპია.
პროექტს პროფესორი დანიელ ვაიხსი ხელმძღვანელობს, რომელსაც ებრაულ მედიაში „მწერების აერონავტიკის პიონერად“ მოიხსენიებენ. ვაიხსის ლაბორატორიის ცენტრში „საფრენი სტიმულატორია“ განთავსებული. მოწყობილობა მწერებზე მიმაგრებულ სენსორებს სიგნალებს გადასცემს და კუნთებზე ზემოქმედებით ფრენის სასურველ მიმართულებას აძლევს.
სპეციალისტების თქმით, აშშ-ს ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს აღარ მოუწევთ მინი რობოტების თუ მიკროვერტმფრენების შექმნაზე დროის და სახსრების ხარჯვა. ბიორობოტები ტექნოლოგიური რობოტების წარმოებაზე გაცილებით ეკონომიურია და მწარმოებელთა დროსაც დაზოგავს.