საინტერესო კანონზომიერება აღმოაჩინეს იაპონელმა მეცნიერებმა _ კეთილი სიტყვა, მადლიერება, შექება, ყურადღება ისევე სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანზე, როგორც ფულადი თანხის მიღება. ეს დამტკიცებული იყო ექსპერიმენტის საშუალებით.
ცდის პირებს სთავაზობდნენ ბანქოს თამაშს. ბანქოს ერთი ქაღალდი იყო მომგებიანი და მისი მფლობელი იგებდა გარკვეულ თანხას. სპეციალური აპარატურა აფიქსირებდა ტვინის რეაქციას ჯილდოს მიღებისას.
თამაშის შემდეგ მონაწილეებს აქებდნენ, ეუბნებოდნენ სხვადასხვა ქათინაურებს და ორივე შემთხვევაში ხდებოდა ტვინის ერთი და იმავე ნაწილის აქტივიზირება.
ფულით სტიმულირებისა და ქების ერთნაირი შედეგებით, მეცნიერებს ეძლეოდა ადამიანთა სოციალური ქმედებების და ალტრუიზმის წარმოშობის მოტივაციათა გარკვევის საფუძველი.