"განსახილველი გახლავთ ტერორიზმის საფრთხე", _ ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სტივენ ვულფმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხის განხილვის დროს განაცხადა.
მისი განმარტებით, ვიზალიბერალიზაცია ევროზონის უსაფრთხოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
„არ მოწმდება ვინ შემოდის. განსახილველი გახლავთ ტერორიზმის საფრთხე, საზღვრის საკითხები, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფება – ისინი საქართველოს იყენებდნენ, როგორც სატრანსპორტო დერეფანს. გთხოვთ, ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომებს“, – განაცხადა სტივენ ვულფმა.