ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი რუსეთს მოუწოდებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობა შეწყვიტოს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
"აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმდებები ისევ გრძელდება. ბრძოლა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას პატივი უნდა სცენ",_აცხადებს ტუსკი.
მისივე განცხადებით, რუსეთმა უნდა გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და მათ ქმედებებს ხელი შეუშალოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე სროლების გამო რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგი დაუყონებლივ უნდა შედგეს.
ამავე თემაზე: