ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი რეპერი ნიკი მინაჟის ვილის გაქურდვის ფაქტს იძიებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რეპერის სახლიდან 175 000 დოლარის ღირებულების ნივთებია წაღებული.
გავრცელებული ცნობით, ძარცვის დროს ნიკი მინაჟი სახლში არ იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ძარცვის შედეგად სახლი დარბეულია, ავეჯი და სხვა ნივთები დაზიანებული, მათ შორის მომღერლის ტანსაცმელი დაჭრილი.
„ჯერ კიდევ დაუდგენელია როგორ შევიდნენ მძარცველები სახლში“,_აცხადებენ ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში.
ოფიცრების თქმით, ძარცვა 24 ნოემბრიდან 24 იანვრამდეა მომხდარი.
მაუწყებლის ინფორმაციით, რეპერს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.