ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში გუშინ ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დანიშნულების ადგილამდე მისვლა დიდთოვლობის გამო ვერ შეძლო. „მოამბის" ჟურნალისტის ინფორმაციით, გამგეობამ ოჯახს სპეცტექნიკა გაუგზავნა და სწორედ მისი დახმარებით გადაიყვანეს დედა და ახალშობილი ჭიათურის სამშობიაროში.
როგორც ექიმებმა საზოგადოებრივს განუცხადეს, დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
წყარო:1tv.ge