ამ წუთებშიც, გამგეობაში მას 30-მდე ადამიანი ელოდება. ბევრი მათგანი მაღალმთიანი სოფლიდანაა ჩამოსული და პირადად გამგებელთან ითხოვენ შეხვედრას. გამგებელი კი მის სანაცვლოდ მოადგილეებს სთავაზობს, რაზეც მოსახლეობა თანახმა არ არის.
შეკრებილ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ილია ვაშაყმაძე გუბერნიაშია თათბირზე და არ სცალია, თუმცა ამ თათბირების და გაუთავებელი მოუცლელობების მოსახლეობას აღარ სჯერა.