ვირჯინიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა სისტემა "Kinsight"-ი წარმოადგინეს, რომელიც მომხმარებელს სახლში დაკარგულ ნივთებს მოაძებნინებს და მათ ადგილმდებარეობას მიუთითებს.
სისტემა „გონიერი სახლის“ შემადგენელი ელემენტია. იგი სათამაშო მოწყობილობა "Kinect"-ის კამერების ქსელს მოიცავს, რომლებიც მთელ სახლშია განთავსებული და კომპიუტერს უკავშირდება.
პროექტის ავტორების თქმით, ადამიანს შეეძლება კომპიუტერს ჰკითხოს: „სად დავდე ჩემი საფულე?“ და კითხვაზე პასუხი უმალვე მიიღოს.
სისტემა კამერიან პანელს, გადამცემებს, მიკროფონს და ცენტრალურ პროცესორს მოიცავს. "Kinsight"-ის გადამცემი ინფრაწითელი ლაზერის და შავ-თეთრი "CMOS"-მატრიცის საშუალებით ეძებს შესაბამის ნივთს. ამასთან, ვიდეოჩაწერას მოწყობილობა არასაკმარისი განათების პირობებშიც ახორციელებს.
სისტემა „აკვირდეაბა“ ადამიანის მოძრაობებს და ნივთებს, რომლებსაც იგი ეხება. შემდეგ მოწყობილობა მიღებულ ინფორმაციას ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით აანალიზებს და მომხმარებელს ატყობინებს, სად დაფიქსირდა ბოლოს ესა თუ ის ნივთი. როდესაც ადამიანი ვერ ნახულობს საგანს, ის საძიებო ველში მის დასახელებას წერს, ძიების ღილაკს აჭერს და ნივთის ადგილმდებარეობაზე იღებს ინფორმაციას. სისტემას შეუძლია მინიმუმ მუშტის ზომის ნივთების დაფიქსირება და მათი მდებარეობის განსაზღვრა 13 სანტიმეტრის სიზუსტით.