საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა შესაძლოა 29 მარტიდან ამოქმედდეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი სოციალურ ქსელ Twitter-ში იუწყება.
"მოსალოდნელია, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის 29 მარტიდან, ხოლო უკრაინისთვის 12 ივნისიდან შევიდეს ძალაში",_წერს იოზვაკი.