საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის 09 თებერვალს, საბაჟო – გამშვები პუნქტი, "სარფის" გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ "IVECO’’ – ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოში გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღები. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.