კოალიციის ლიდერების შეხვედრა შედგა აუდიტის სამსახურის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილთან, სადაც ბეჟაშვილმა კოალიციასთან დიალოგის და სამომავლო თამაშის წესების განსაზღვრის სურვილი გამოთქვა.
“ჩვენ ამას მივესალმები, თუმცა დიალოგი რომ შედგეს, აუცილებელია მონიტორინგის სამსახურმა და ქალბატონმა მოგელაძემ ნდობა აღადგინოს კოალიციასთან. საქმეების რეალურად განხილვის გარეშე შეწყვიტოს ჯარიმების გამოწერა. უარი თქვას წინასწარ შემუშავებულ აზრზე იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები, ხოლო ნებისმიერი პირი თუ კომპანია, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს _ დამნაშავეა.” _ განაცხადა ფანჯიკიძემ.