კალიფორნიაში ტბა ოროვილის მიმდებარე ტერიტორიიდან 180 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად კაშხალში წყლის დონემ მოიმატა, რამაც მისი ჩამონგრევის საფრთხე წარმოშვა.
როგორც ცნობილია, ეს პირველი შემთხვევაა 50 წლის მანძილზე, როდესაც ტბა ოროვილში წყლის დონის დასაწევად სამუშაოები მიმდინარეობს.