"მე ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება" _ საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა ვიცე პრემიერი კახა კალაძე მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს .
„უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება.
ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე. ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ, დაველოდოთ გამოძიებას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.