ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე მოხდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.
ამავე სოფლის მკვიდრ ვ.ლ-ს თავისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც "გურია ნიუსთან" ვ.ლ-ს მეზობლები ამბობენ, დაზარალებულს თავის ქალის მძიმე ტრავმები აღენიშნებოდა და მათი თქმით, ტრავმების სიმძიმის გამო, დაზარალებულის გადარჩენა შეუძლებელი გახდა.