აშშ-ში მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური ღრუბელი. ღრუბელს შეუძლია ისე შეისრუტოს ზეთი და ნავთობი, რომ არ მიიკაროს წყლის არცერთი წვეთი.
ღრუბელი 99%-ით შედგება ფორ-სიცარიელეებისაგან, იწოვს დიდი მოცულობის ზეთებს, სრულად გამოდევნის მათ და მზად არის ახალი და ახალი შეწოვებისათვის.თუ ღრუბელს დავწვავთ, ზეთები დაიწვება, ხოლო ღრუბელი არ ზიანდება.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მათი გამოგონება გამოსადეგი იქნება წყლების გასაწმენდად, ელექტროდად ელემენტებისათვის, მანქანათმშენებლობაში და მედიცინაში.