საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარბუქის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.