2010 წელს, ხელაძის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭეს, მაგრამ სააგენტომ მისთვის მხოლოდ ჯანმრთელობის პოლისი გაიმეტა. ამავე წელს, მან ბარძაყის ძვლის ტრავმა მიიღო: “როცა სოციალური აგენტი მოვიდა, საწოლს ვიყავი მიჯაჭვული და დამოუკიდებლად განძრევაც არ შემეძლო. ჩემი ხუთი წლით უფროსი და მივლიდა. აგენტმა თვითონვე თქვა, რომ მომვლელი მჭირდებოდა. იარა აქეთ-იქეთ, მოიარა მთელი სახლი. რა მაქვს ხედავთ თქვენი თვალით და ბოლოს იმდენი ქულა დამიწერა, პოლისი ძლივს მომცეს. ცოტა ხნის წინ “გლობალ ტვ”-ის ანტენა დავიდგი და ამ ამბიდან ძალიან მალე პოლისი შემიჩერეს. თან ისე, რომ არც გადამოწმებაზე მოსულა ვინმე”, _ ამბობს 70 წელს გადაცილებული ეთერ ხელაძე, რომელიც მხოლოდ ყავარჯნების დახმარებით ახერხებს გადაადგილებას. მას მიაჩნია, რომ ალტერნატიული ინფორმაციის მიღების სურვილისთვის იგი სახელმწიფომ ასე დასაჯა. მას იმისაც ეშინია, რომ მის ერთადერთ შვილს არ შეექმნას ამის გამო პრობლემები და უსამსახუროდ არ დარჩეს: _ ისეთ რამეს ნუ დაწერთ შვილო, სამსახურიდან გამომიგდონო, _ გვთხოვა ქალბატონმა ეთერმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved