როგორც “ქართული ოცნების” ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თედო კობახიძემ გვაცნობა, კახაბერ გოგიაშვილმა შიმშილობა 2 მიზეზით დაიწყო: პირველი _ ის აპროტესტებს მოსამართლე ეკა ზარნაძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელმაც ის პოლიტიკური ნიშნით გაასამართლა და მეორე _ საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსის, ნიკოლოზ გაბაშვილისა და და მისი თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს მის მიმართ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.