სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელბს:
“მართლა ნაომარს ჰგავს აქაურობა, მართლა ნაომარი უნდა აღვადგინოთ და ამის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ვანოს” _ განაცხადა თელავში, მთავრობისმ სხდომაზე პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დაზარალებული რეგიონი ერთ-ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა აღდგეს
„კომუნიკაციები უნდა აღდგეს, ზიანი ანაზღაურდეს, გარეთ არავინ არ უნდა დაგვრჩეს“_ განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხელ სააკაშვილმა სიამაყით აღნიშნა, რომ ყველაზე ნაკლებად ხელისუფლების მიერ გარემონტებული ობიექტები დაზიანდა:
“ყველაზე ნაკლები ზიანი ჩვენს მიერ აშენებულ ობიექტებს შეექმნა,იმიტომ რომ ხარისხიანადაა გაკეთებული. ესაა, რასაც ჩვენ ვაშენებთ და ისაა, რასაც საბჭოთა კავშირი, ის უდღეური აშენებდა”
პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი რამდენიმე სოფელში ჩავიდა და დაზარალებულებს უახლოეს ერთ კვირაში დაჰპირდა სახლების გადახურვას.