https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გიორგი თარგამაძემ ორმეთში… თხილი შეწამლა

16:07; 19.07.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

იქ მისულებს სოფლის ცენტრში შეკრებილი ხალხი და პარტიის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები დაგვხვდნენ. პარტიის ლიდერები მოვიკითხეთ და გავიგეთ, რომ გიორგი თარგამაძე ერთ-ერთ ოჯახში “სოლო აპარატით” ამერიკულ პეპელას ებრძოდა _ სამივე ნაციონალური არხი აშუქებდა, როგორ წამლავდა იგი, თანამებრძოლებთან ერთად, თხილის პლანტაციებს.

_ “ქრისტიან-დემოკრატებისა” და მათი ლიდერის ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქციები ძალიან ემსგავსება პრეზიდენტის ხალხის გულის მოსაგებად გამიზნულ ქმედებებს _ ავტობუსის საჭესთან მჯდომი, ხანაც სათიბში მომუშავე თუ თხილის ხეების შეწამვლით დაკავებული გიორგი თარგამაძე ძალაუნებურად იწვევს პრეზიდენტის ასოციაციას _ სწორედ ასე ცდილობს მიხეილ სააკაშვილი დაამტკიცოს, თუ რა ახლოა ხალხთან, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.

“ქრისტიან-დემოკრატებმა” ორმეთელებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. პლანშეტზე დამაგრებულ სარეკლამო პლაკატებზე წარმოდგენილი იყო პროგრამის პუნქტები, თუ რის გახორციელებას გეგმავს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში “დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა” _ სწორედ ასე მოიხსენიებს თარგამაძე საკუთარ პარტიას.

“ქრისტიან-დემოკრატები” სოფლის მეურნეობაში ერთი მილიარდი ლარის სუბსიდირებას გეგმავენ _ ეს არის საქართველოს ბიუჯეტის 15 პროცენტი. გიორგი ახვლედიანის ოპტიმისტური პროგნოზით, თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი დღეს 7 მილიარდი ლარია, ერთ-ორ წელიწადში მან ყველა გათვლებით, ათ მილიარდს უნდა მიაღწიოს. “ქრისტიან-დემოკრატების” პროგრამის მიხედვით, ბიუჯეტის ზრდის პირდაპირპროპორციულად გაიზრდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება. გიორგი ახვლედიანმა ისაუბრა გლეხური კოოპერაციების შექმნის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იქნება კოლმეურნეობების მსგავსი გაერთიანება.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ორმეთი ნაკლებად დასახლებული სოფელია _ მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრირებულია მეზობელ სახელმწიფოში და იქაურობა თითქმის დაცლილია ახალგაზრდობისგან. ამ ფონზე, შეკრებაზე საკმაოდ ბევრმა მოქალაქემ მოიყარა თავი. მათ შორის ბევრი ნაცნობი სახეც აღმოვაჩინეთ _ მათი გამოკითხვისას გაირკვა, რომ ისინი აქ ლანჩხუთიდან მიკროავტობუსებით მოუყვანიათ შეხვედრაზე დასასწრებად.

ჩვენ გიორგი თარგამაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

_ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში სამი პოლიტიკური ძალის მოხვედრა იწინასწარმეტყველა მომავალ პარლამენტში _ “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” და “ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობა. ამ განცხადებამ ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორია თქვენი პროგნოზი _ რომელი პარტიები შეძლებენ ბარიერის გადალახვას?

_ ჩემი მხრიდან არ ღირს მიხეილ მაჭავარიანის შეხედულების შეფასება. რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას, ყველა პროგნოზით, მომავალ პარლამენტში 5-პროცენტიან ბარიერს მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალა _”ქრისტიან-დემოკრატიული” პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” გადალახავენ. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა პოლიტიკურ პარტიებს შანსი არ აქვთ. მე ძალიან მინდა ჰქონდეთ, იმიტომ რომ მრავალპარტიული პარლამენტის მომხრე ვარ, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური ძალები თანამშრომლობისა და კონკურენციის მეშვეობით მოახდენენ ქართული პარლამენტის ქმედუნარიანობის ამაღლებას. ობიექტური სურათი არის ის, რასაც სოციალური კვლევები გვიჩვენებენ.

ჩვენ ერთი კვირის წინ დავიწყეთ ფართომასშტაბიანი საარჩევნი კამპანია. ეს კამპანია ყოველდღიურად იკრებს ძალას, შეხვედრები გრძელდება და ვხედავთ “ქრისტიან-დემოკრატების” პოტენციის ზრდას. ჩვენ იმით განვსხვავდებით სხვა პოლიტიკური პარტიებიდან, რომ ქიმერებს და ოცნებებს არასოდეს არ მივდევთ და პრაგმატულობით გამოვირჩევით.

_ დღეს ამომრჩეველს თქვენი პროგრამა წარუდგინეთ, სადაც ლაპარაკია სოფლის მეურნეობის ერთი მილიარდი ლარით დაფინანსებაზე. მმართველი პარტიაც სწორედ ამდენს ასახელებს. “ქართული ოცნების” ლიდერები კი ამტკიცებენ, რომ ეს ციფრები მათი პროგრამიდანაა გადამღერებული.

_ ჟურნალისტიკა არის საზოგადოების ცოცხალი, ჯანსაღი და მიუკერძოებელი მეხსიერება. შეიძლება გლეხებს არ ახსოვდეთ, ვინ რას პირდებოდა წინა არჩევნებისას, მაგრამ ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ. პირველები ვიყავით, ვინც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დაიწყო ლაპარაკი. ზოგისთვის მიშას ჩამოგდება იყო პრიორიტეტი, ზოგისთვის _ ტურიზმის განვითარება, ჩვენ კი სისტემატურად ვსაუბრობდით სოფელზე. ეს რიცხვი პროცენტული მაჩვენებელია და ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზრდება. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის 15 პროცენტი უნდა მოხმარდეს სოფლის მეურნეობის განვითარებას. აგრარული პოლიტიკის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება ხალხის დასაქმება. ეს ყველაფერი დეტალურადაა გათვლილი ჩვენს პროგრამაში, რეალური განვითარების ტემპებზეა მორგებული და არაფერი აქვს საერთო ვიღაცის სურვილთან, საკუთარი ფული ჩადოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხერხდა თქვენი გაერთიანება ან თუნდაც თანამშრომლობა კოალიცია “ქართულ ოცნებასთან”?

_ ეს მათ უნდა ჰკითხოთ. პირველ რიგში, რაც ჩვენ არ მოგვწონს სააკაშვილის მმართველობაში, არის კომუნისტური მართვის სტილი, რომ მხოლოდ ერთი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. თუ ჩვენ არ გვინდა ეს საშინელება, თქვენც _ დამოუკიდებელი მედია და მთელი საზოგადოება დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ ქართულ პოლიტიკაში იყოს კონკურენცია. კონკურენციას ვერ ქმნის ერთი პოლიტიკური ძალა. მის შესაქმნელად საჭიროა, რამოდენიმე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე.

ჩვენ თავიდანვე კეთილგანწყობა გამოვხატეთ მილიარდერის მიმართ, რომელსაც სააკაშვილთან და მერაბიშვილთან 10-წლიანი სიამტკბილობის შემდეგ აეხილა თვალი და დაინახა, რომ ქვეყანა იღუპება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მაგრამ თუ წინ იხედები, შენგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანს მტერი და ჯაშუში არ უნდა უწოდო და ამით არსებულ ხელისუფლებას არ უნდა დაემსგავსო.

_ ოპოზიციური ძალები თქვენს პარტიას ხშირად მოიხსენებენ, როგორც ფსევდოოპოზიციას, რა არის ამის მიზეზი?

_ იმიტომ, რომ ჩვენ ყველასგან განსხვავებულები ვართ, არ ვიბრძვით მთავარი ოპოზიციონერობისთვის. წლების განმავლობაში სტერეოტიპი მოდიოდა არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს გაერთიანებულ ოპოზიციას უწოდებენ, იმიტომ, რომ არ სურდათ, მათ გარდა სხვა ოპოზიციური ძალებიც მოძლიერებულიყვნენ. ჩვენ ბუნებრივად ვიზრდებით. საქმე აჩვენებს, რომ ჩვენზე პრინციპული მოწინააღმდეგე სააკაშვილს არ ჰყოლია. ყველა დანარჩენს, პირდაპირი გაგებით სარგებელი აქვთ მიღებული “ვარდების ხელისუფლებისგან”. ჩვენ თავი ფუჭი ილუზიებით არასოდეს არ გვიკვებია. ქვეყანაში ოცი წელია, პოლიტიკა რადიკალიზმზეა აგებული. ჩვენ კი ვეუბნებით ხალხს _ თუ თქვენ გჭირდებათ ქვეყნის წინსვლა, სამუშაო ადგილები, შვილების კარგი განათლება, ეს გზა კონფრონტაციაზე არ გადის.

_ ხელისუფლებიდან მედიაზე ზემოქმედების ფაქტებმა ტოტალური ხასიათი მიიღო, დაწყებული სატელიტური ანტენების აკრძალვით, ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელისშეშლით დამთავრებული. თქვენი პარტია ყოფილი ჟურნალისტებისგან შედგება, რომლებაც საკუთარ თავზე იწვნიეს ძალადობა. როგორია თქვენი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით?

_ პირადად მე, გიორგი ახვლედიანი, ინგა გრიგოლია და პარტიის სხვა ლიდერები, აღშფოთებული ვართ ამ ფაქტების გამო. ჩემს აზრს ხშირად ვაფიქსირებ სხვადასხვა მედია საშუალებებთან. განსაკუთრებით საშიშია ის, რაც ხდება რეგიონებში. როცა სრულიად გაუგებარი წარმოშობის “ჟურნალისტები” არიან კარგად ეკიპირებულნი, ეჭვი არ მეპარება, რომ მათი დამფინანსებელი და დამქირავებელი სახელმწიფოა. სხვათა შორის, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გამოძიებაც შეგიძლიათ აწარმოოთ და მათი დაფინანსების წყაროები გაარკვიოთ. სამწუხაროდ, დღეს მედია საქართველოში პოლარიზებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული მედია საშუალების უკან ვინ დგას. საბედნიეროდ, ქვეყანაში არსებობს პროფესიული ეთიკის და ჟურნალისტური სტანდარტების ერთგული, დაბალანსებული და გაწონაწორებული მედია საშუალებები, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია “გურია ნიუსი”. ეს არის ყველაზე მეტად თქვენი, ჟურნალისტების დამსახურება და სწორად იქცევით, რომ ზომიერ შუალედს ინარჩუნებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5 მარტი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5 მარტი, 2026

"ოჯახზე გადავიდნენ, მიცვალებული შეურაცხყვეს და ეს იყო ჩემთვის ამაზრზენი!"

ანტენის დადგმისთვის დასჯილი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო