აქცენტი გაკეთდება, არა ცნობად სახეებზე, არა მოჭიდავეებზე, არა მომღერლებზე, არამედ აქცენტი გაკეთდეს რეალურად პოლიტიკოსებზე, იმ ადამიანებზე, რომელთა საქმიანობა და პროფესია სწორედ პოლიტიკაა. ამავე დროს, იციან გუნდური თამაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, პოლიტიკა პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ.
დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ყველაზე კარგად ვიცით ქართული სოფლის პრობლემა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, იგივე ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც ახლა გაახსენდა, იგივე ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ახლა გაახსენდა ქართული სოფელი, ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენზე კარგად ამ თემის ლობირებას და ბოლომდე მიყვანას ვერავინ მოახერხებს, _ თქვა კანდიდატების წარდგენამდე “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
აქცია იმ დროს დაიწყო, როდესაც გურიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ადგილობრივი მედიის გარეშე საჯარო მოხელეებს ხვდებოდა. “მემარჯვენეების” აქციის დროს, ამავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ, ფლაერები მოსახლეობის გარდა, “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და აქტივისტებს დაურიგა. ფლაერის პირველ გვერდზე კი ეწერა “არა მონოპოლია” _ მონოპოლია _ ძვირი წამალია, ძვირი საწვავი, ძვირი პროდუქტი.