დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელდა ხმები, რომ ზღვა დაბინძურებულია და ბანაობა არ შეიძლება.
“გურია ნიუსი” ამასთან დაკავშირებით, ქობულეთის გამგებელს გელა ცხომელიძეს დაუკავშირდა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზღვამ გახრწნილი დელფინი გამორიყა, გამგებელი არ უარყოფს.რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ასეთ კომენტარს აკეთებს:
“ვინც ასეთ რაღაცას ავრცელებს, ამაზე დიდი მტერი არ შეიძლება საქრთველოს ჰყავდეს. დელფინის გამორიყვა ყოველთვის იყო, ყოველთვის ხდებოდა და არ შეიძლება ასეთი რაღაცის თქმა. არ შეიძლება ასეთი რაღაცეების გავრცელება.
არ შეიძლება ასეთი რაღაცის შესწავლის გარეშე თქმა. არსებობს შესაბამისი სამსახურები, მოიძიეთ და გეტყვიან. ზღვის წყლის დაბინძურების არანაირი კერა არ არსებობს. ამას გამოვრიცხავ!” _ განაცხადა ცხომელიძემ.