_ ეს იყო მენეჯმენტის გადაწყვეტილება და დაკავშირებულია შიდა ორგანიზაციულ უთანხმოებასთან. ასეთი რაღაცეები ხდება ნებისმიერ ორგანიზაციაში. სხვა საფუძველი ამას არ ჰქონია.
ასეთი მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა ეკა გიგაურმა.
ნინა ხატისკაცის გათავისუფლებას აერთგვაროვანიი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. “კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნინა ხატისკაცი ამბობს: _აქამდე არც გაფრთხილება, არც საყვედური, არაფერი არ მიმიღია. დღემდე პირნათლად ვასრულებდი ჩემს სამუშაოს და არანაირი დარღვევა, არანაირი გადაცდომა არ მქონია. პროექტები მქონდა და ვახორციელებდი. ეს არის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის და გამგეობის თავმჯდომარის მარკ მალენის გადაწყვეტილება, რომ აღმასრულებელ დირექტორს ჩემთან ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობა”.