“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ის ამომრჩეველთან თავის მეგობრებთან ერთად დადის და ხშირად მათი შეხვედრა “კრიმანჭულით” მთავრდება.
თემურ ჭკუასელის თქმით, ამომრჩეველთან შეხვედრა 6 ივლისიდან დაიწყო. ის ადასტურებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე სოფელში სიმღერით ასრულებს შეხვედრას.
_ დიახ, რამდენიმე სოფელში ნამდვილად ვიმღერეთ. ჩემი ბიჭები (“ქართული ხმების” მომღერლებზე ამბობს) დამყვებიან თან. შეხვედრის დროს გვითხოვეს, გვემღერა კიდეც. ძალიან კარგი განწყობა და შეხვედრები გვაქვს,” _ გვითხრა თემურ ჭკუასელმა.